მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მხოლოდ ოთხშაბათს ჩაატარა პირველი შეხვედრა მონაკოს “მასტერსზე”. მეორე წრეში იგი სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს ხვდებოდა.
ნადალმა მარტივი მოგებით დაიწყო ტიტულის დაცვა. ესპანელმა საათსა და 19 წუთში 6:1, 6:3 გაანადგურა მეტოქე. რაფამ რვა ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა, ბედენეს კი ორი შანსი ჰქონდა – ორივე პირველი სეტის მეხუთე გეიმში, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა. სლოვენიელმა მეორე სეტში მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა აიღო.
მერვედფინალში ნადალი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება.
ესპანელს კარიერაში 10-ჯერ აქვს მოგებული მონაკოს “მასტერსი”.