მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ჩატარების პირობები გააკრიტიკა.
„ქუჩაში ტემპერატური ცხრა გრადუსია, რაც ექსტრემალურ სიტუაციას ქმნის ღია ცის ქვეშ ტურნირის გასამართად. თითქმის ყოველდღე იქნება წვიმა, დაბალი ტემპერატური და ქარი.
ბურთები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც გასულ წლებში იყო. ასეთი ბურთებით უკვე ვივარჯიშე მალიორკაზე მაღალი ტემპერატურისას და ისინი უკვე მაშინ მძიმე და ნელი იყო. აქ კი პარიზში, ამგვარი ამინდისას ეს ბურთები ქვასავითაა.
იძულებულნი ვართ ამ ყველაფერს შევეჩვიოთ. უნდა მივიღო ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას და გადავლახო ისინი. და არ უნდა შევიქმნა ილუზია. როლან გაროსის ყველა გათამაშებიდან, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, წლევანდელს ყველაზე ექსტრემალური პირობები ექნება“, – განაცხადა ნადალმა.
ტურნირის 12-გზის ჩემპიონი სამშაბათიდან დაიწყებს გამოსვლას – მისი პირველი მეტოქე ბელარუსი იგორ გერასიმოვია.