მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ორი მაისის ორდენის დიდი ჯვარი მიიღო – ეს არის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ავტონომიური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო.
ესპანელ ჩოგბურთელს ორდენი გადასცა საზოგადოების პრეზიდენტმა ისაბელ დიას აიუსომ. როგორც გაზეთი „მარკა“ იტყობინება, ნადალმა ჯილდო მიიღო „სპორტისა და მთლიანად ცხოვრებისადმი მიდგომისა და ერთგულების“ გამო.
„მადლიერი ვარ მადრიდის საზოგადოების, მისი პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის იმ პატივისთვის, რომელიც მათ და მთელმა მადრიდმა მომანიჭა“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ ნადალმა.
2020 წლის ოქტომბერში, ესპანეთის მთავრობამ ნადალი სამეფო ორდენით დააჯილდოვა სპორტული მიღწევებისთვის. ესპანელმა მიიღო უმაღლესი ჯილდო, რომლითაც შეიძლება სპორტსმენი დაჯილოვდეს – დიდი ჯვრით.