ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ ითამაშებს მადრიდის „მასტერსზე“, რომელიც 1-8 მაისს გაიმართება.
„მიუხედავად იმისა, რომ აქ პირდაპირ მძიმე მოსამზადებელი პერიოდიდან ჩამოვედი, ძალიან მინდა მადრიდში თამაში. იმედი მაქვს, საუკეთესო გამოსვლას ვაჩვენებ.
შევხვდებით მადრიდში!“ – დაწერა ნადალმა „ტვიტერში“.
„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონი არ ყოფილა კორტზე ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალის შემდეგ, რომელიც მარტში გაიმართა. მაშიმ მან ნეკნის სტრესული მოტეხილობა მიიღო.