ნადალმა ერთი მილიონი ევრო გაიღო მალიორკაზე წყალდიდობით დაზარალებულებისთვის
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ერთი მილიონი ევრო შესწირა კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობით დაზარალებულებს, – იტყობინება გაზეთი „მარკა“ (Marca).
ნადალი მალიორკაზეა დაბადებული და იქ ცხოვრობს. 9 ოქტომბერს, კუნძულზე წყალდიდობის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. რაფაელი პირადად იღებდა მონაწილეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.
2019 წელს, ჩოგბურთელი კორტზე დასაბრუნებლად ემზადება. როგორც ის ამბობს, კარგ ფიზიკურ კონდიციებშია და აგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის.
„ამ მომენტისთვის, ვემზადები სეზონის სტარტისთვის. ფიზიკური მომზადების მხრივ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – ამბობს ნადალი.
შეგახსენებთ, რომ ნადალმა ფეხზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც სეზონი სექტემბერში დაასრულა.