მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ტრავმირებულ ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა.
როგორც სოციალურ ქსელში „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონის წარმომადგენელმა დაწერა, ნადალს მარცხენა ფეხის კუნთის ართროსკოპია ჩაუტარდა. აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები შაბათს გახდება ცნობილი. აღვნიშნავთ, რომ 3 ივნისს ლეგენდარული ჩოგბურთელი 37 წლის გახდება.
შეგახსენებთ, რომ ნადალმა ტრავმა 18 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და მას შემდეგ კორტზე აღარ გასულა.