დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი და მისი მეგობარი გოგონა მარია ფრანცისკა პერელო 19 ოქტომბერს მალიორკაზე, ქალაქ პუერტო-პოლენსაში დაქორწინდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას „მალიორკა დეილი ბალეთინი“ (Majorca Daily Bulletin) ავრცელებს.
ცერემონია გაიმართება ზუსტად იქ, სადაც „რეალის“ თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა იქორწინა. მოსალოდნელია, რომ აღნიშვნას ჩოგბურთელები ფელიციანო ლოპესი და ფერნანდო ვერდასკო დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრებას ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსიც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ნადალმა ცინცინატში მიმდინარე „მასტერსის“ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.