ნადალის მწვრთნელი - რაფას მეგობრები არ ჰყავს
ნადალის მწვრთნელი - რაფას მეგობრები არ ჰყავს

მსოფლიოს მეორე ჩოგანის, ესპანელი რაფაელ ნადალის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ფრანსისკო როიგმა განაცხადა, რომ მის შეგირდს არ ჰყავს მეგობრები, მაგრამ კარგი ურთიერთობა აქვს შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან. როიგის სიტყვები მოჰყავს „ტენის ვორლდს“ (Tennis World):

„რაფას დღემდე შეუძლია ცვლილებების შეტანა საკუთარ თამაშში. და ეს საოცარია. როლან გაროსის ფინალში დომინიკ ტიმი იგებდა გრძელგათამაშებებს, ნადალი კი იღებდა მოკლე გათამაშებებს. ადრე პირიქით იყო. ვფიქრობ, დღეს მისი ჩოგბურთი უფრო სახიფათო და მრავალმხრივი გახდა, ამიტომაც დღემდე შეუძლია უმაღლეს მიზნებზე ფიქრი და ბრძოლა.

ნადალს დაუჯერებელი შესაძლებლობები და საქმისადმი სწორი მიდგომა აქვს. მას არ ჰყავს მეგობრები, თუმცა, ფედერერთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა, ეს ურთიერთობა კორტის მიღმა არსებობს, თამაშის დროს კი ორივემ იცის, რამდენად მაღალია ფსონი“.