შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა „უიმბლდონის“ ნახევარფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი დააამარცხა ოთხ სეტში და ფინალურ მატჩში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ 37 წლის ფედერერი, ნადალის დამარცხების შემდეგ, ყოველთვის ჩემპიონი ხდებოდა.
როჯერმა სხვადასხვა ტურნირების ადრეულ ეტაპებზე ესპანელი ხუთჯერ დაამარცხა, რის შემდეგაც ჩემპიონი გახდა, ხოლო უკვე ფინალში შვეიცარიელს ნადალი ათჯერ ჰყავს დამარცხებული. უიმბლდონზე გამართული მატჩი მათ ურთიერთშეხვედრებში მეორმოცე იყო. ანგარიშია 24-16 ეპანელის სასარგებლოდ.