ნადალი წლის შემაჯამებელში არ თამაშებს
ნადალი წლის შემაჯამებელში არ თამაშებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ ვერ ითამაშებს წლის შემაჯამებელ ტურნირში, რომელიც 11-18 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება კუნთების ტკივილის გამო მიიღო.

„ვაცხადებ, რომ ეს სეზონი ჩემთვის დასრულებულია. ეს რთული წელიწადი იყო. ტკივილი მუცლის კუნთებში ხშირად მაწუხებდა. ეს პრობლემა ახლაც არის დღის წესრიგში და გადავწყვიტე არ ვითამაშო ლონდონში, რათა თავიდან ავიცილო შესაძლო გართულებები. იმედია, მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის,“ – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ნადალმა.


შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა გასულ კვირას ვერ ითამაშა პარიზის „მასტერსში“, რის გამოც, რეიტინგში ლიდერობა დაუთმო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.