ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ვერ მოხვდა - პირველად ბოლო 17 წელიწადში #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ბოლო 17 წელიწადში პირველად ვერ მოხვდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა 20minutos.es-მა.
35 წლის ესპანელი გამოვარდა სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელთა სიიდან – მას იტალიელმა იანიკ სინერმა გაუსწრო. იმის გამო, რომ ნადალი აგრძელებს ტერფის ტრავმის მკურნალობას, ის ვერ შეძლებს საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას საჩემპიონო რბოლაში და შესაბამისად, ვერ მოხვდება წლის დასკვნით ტურნირზე, რომელიც კარიერაში არასოდეს მოუგია.
2004 წლიდან მოყოლებული, რაფაელ ნადალი ყოველთვის ხვდებოდა სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე, თუმცა ტრავმის გამო იქ ექვსჯერ ვერ ითამაშა.