ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელიც ორშაბათს ATP-ის რეიტინგს სათავეში ჩაუდგა, ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშს აპირებს.
„ყველას მივესალმები. გუშინ, სამედიცინო შემოწმება გავიარე მალიორკაზე. მიუხედავად კუნთის მცირე დაჭიმულობისა, ლონდონში გავემგზავრები. ხუთშაბათს ან პარასკევს დავიწყებ ვარჯიშს მოწოდებაზე. ამოცანაა – წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ნადალმა თავის „ტვიტერზე“.
ესპანელ ჩოგბურთელს არასოდეს მოუგია შემაჯამებელი ტურნირი. ის ორჯერ იყო ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა – 2010 და 2013 წლებში. ესპანელმა კარიერაში ტრავმების გამო, ეს ჩემპიონატი ექვსჯერ გამოტოვა.
სეზონის ბოლო ტურნირის წინ, ნადალი ჯოკოვიჩს 640 ქულით უსწრებს.