ნადალი უიმბლდონამდე არ ითამაშებს
ნადალი უიმბლდონამდე არ ითამაშებს

„როლან გაროსის“ 12-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალიმ პარიზში ტრიუმფის შემდეგ სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ არ ითამაშებს უიმბლდონამდე ბალახის ტურნირებზე:

„გასულ წელს, უიმბლდონი ჩემთვის წარმატებული იყო. ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა. მიყვარს ბალახზე თამაში, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია რვა-ცხრა კვირა შეუსვენებლივ კორტზე ყოფნა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. ამიტომაც, უიმბლდონამდე არსად თამაშს არ ვაპირებ. გასულ წელს, მე თითქმის შევძელი ფინალში გასვლა. ამიტომ არ ღირს რაიმეს შეცვლა“.

2018 წელს, როლან გაროსის შემდეგ, ნადალმა უიმბლდონამდე დაისვენა, ლონდონში კი ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ხუთ სეტში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

რაფაელმა როლან გაროსის ფინალში 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ეს არის „დიდი სლემის“ ზედიზედ მეათე ჩემპიონატი, რომელიც „დიდი სამეულის“ წევრებმა მოიგეს – როჯერ ფედერერმა (3), რაფაელ ნადალმა (3) და ნოვაკ ჯოკოვიჩმა (4). ბოლო „დიდი სლემი“, რომელიც ამ სამეულიდან არცერთს არ მოუგია, 2016 წელს აშშ-ის ღია პირველობა იყო და იქ შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ იმარჯვა.