სენსაციურად დასრულდა რომის „მასტერსზე“ მეოთხედფინალი ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ დიეგო შვარცმანს შორის. ორ საათსა და ოთხ წუთში შვარცმანმა 6:2, 7:5 გაიმარჯვა და ამ მატჩს თავის კარიერაში საუკეთესო უწოდა.
არგენტინელმა ყველა კომპონენტში აჯობა „გრუნტის“ მეფეს – ბრეიკ-პოინტებისა და ბრეიკების რაოდენობით (5/9 – 2/5), „ვინერსებით“ (31-21), უნებლიე შეცდომებით (17-30). ნადალმა ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ გეიმებში – პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 48 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 44.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ნადალს ცხრიდან ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული შვარცმანი, თან 24 სეტიდან 22 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ნახევარფინალში არგენტინელის მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს.