ესპანელი რაფაელ ნადალი თვლის, რომ ჩოგბურთში ორი ჩაწოდების წესი უნდა გაუქმდეს.
ესპანელი მსოფლიოს იმ რვა საუკეთესო სპორტსმენს შორისაა, ვისაც პროცენტულად ყველაზე ხშირად შეჰყავს ბურთი პირველი ჩაწოდებიდან მატჩში.
„მე გავაუქმებდი მეორე ჩაწოდებას, ასე შეხვედრები უფრო საინტერესო იქნებოდა. ამასთანავე, უამრავი დროის დაზოგვა შეიძლება, რადგან პირველსა და მეორე ჩაწოდებებს შორის ბევრი დრო გადის“, – ციტირებს იტალიური „სტამპა“ ნადალს.