მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „მასტერსის“ სერიის ტურნირში, რომელიც მარტის ბოლოს მაიამიში გაიმართება.
„სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ ვერ ვითამაშებ მაიამიში, ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს. სრულად უნდა აღვიდგინო ფორმა და მოვემზადო ევროპული სეზონისთვის. მივესალმები ჩემს ფანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ფლორიდას ესპანურენოვან თანამეგობრობას, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ნადალმა.
„მასტერსი“ მაიამიში 24 მარტიდან 4 აპრილამდე გაიმართება.