ნადალი ისვენებს და „ჩერნობილს“ უყურებს
ნადალი ისვენებს და „ჩერნობილს“ უყურებს

ესპანელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების 19-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ისაუბრა იმაზე, თუ რას საქმიანობს ტრიუმფის შემდეგ.

„ვწევარ ტახტზე, ტელევიზორთან, და ვცდილობ ჩოგბურთზე არ ვიფიქრო“, – ციტირებს „მარკა“ (Marca) ნადალს. – „ვუყურებ სერიალ „ჩერნობილს“ და ვისვენებ“.