მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი კუნძულ მალიორკაზე გოლფის პროფესიულ ტურნირში იღებს მონაწილეობას.
შეჯიბრის პირველი ორი დღის შემდეგ, ჩოგბურთელი მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ ფედერიკო პაესს შვიდი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ნადალმა მეოთხე ადგილი დაიკავა გოლფის ტურნირზე, რომელიც ასევე მალიორკაზე გაიმართა. მაშინ რაფა გამარჯვებულს ხუთი დარტყმით ჩამორჩა.
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი კორტს ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდება და 2-8 ნოემბერს პარიზის „მასტერსში“ მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე მან შეიძლება კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგოს.