ნადალი გოფინთან მატჩში საკუთარი თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა
ნადალი გოფინთან მატჩში საკუთარი თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა

გრუნტის მეფედ წოდებულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა „როლან გაროსზე“ მეოთხე წრეში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ პირველი 45 წუთია საკუთარი თამაშით კმაყოფილი. მესამე წრეში მან ბელგიელი დავიდ გოფინი დაამარცხა ანგარიშით 6:1, 6:3, 4:6, 6:3.

„ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. თამაშის დონე, რომელიც მე ვანახე პირველი 45 წუთი, შეუძლებელია მთელი თამაშის განმავლობაში აჩვენო“, – ციტირებს ტურნირის პრეს-სამსახური ესპანელის სიტყვებს. – „ეს ძალიან რთულია, რადგან ჩემი თამაშის დონე თითქმის უმაღლესი იყო, რაც კი შემიძლია ვაჩვენო. ასეთი ასპარეზობის მერე ყოველთვის ეცემა თამაშის ხარისხი და საბოლოოდ უკმაყოფილო რჩები საკუთარი თამაშით. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია. მაგრამ მე ვთამაშობდი კარგ ჩოგბურთელთან, დავიდი ჩემთვის ძალიან უხეხული მეტოქეა“.

მეოთხე წრეში ნადალის მეტოქე არგენტინელი ლონდერო იქნება, რომელმაც პირველივე წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა ასპარეზობას.