ნადალი ფედერერთან ნახევარფინალს არ ითამაშებს
ნადალი ფედერერთან ნახევარფინალს არ ითამაშებს

ინდიან უელსის „მასტერსზე“ რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის კლასიკური დაპირისპირება არ შედგება. ესპანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში კორტზე გასვლაზე უარი თქვა. მიზეზი მეოთხედფინალში მიღებული მარჯვენა მუხლის ტრავმა გახდა.

ფედერერთან ნახევარფინალის წინ ნადალმა 15-წუთიანი ვარჯიში ჩაატარა. ამის შემდეგ, მან განიხილა სიტუაცია თავის გუნდთან და ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ნადალისთვის ეს არის კარიერაში მეხუთე შემთხვევა, როცა მატჩის წინ უარი თქვა კორტზე გასვლაზე.

ასე რომ, ფედერერმა უბრძოლველად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. მისი მეტოქე გაირკვევა კანადელ მილოშ რაონიჩსა და ავსტრიელ დომინიკ ტიმს შორის.