ნადალი დევისის თასზე ბრუნდება
ნადალი დევისის თასზე ბრუნდება

ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელიც 2 აპრილს ისევ გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი, კორტზე დაბრუნებას დევისის თასის მეოთხედფინალში აპირებს. ტურნირი 6-8 აპრილს გაიმართება. ესპანეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს გერმანიას, რომლის რიგებშიც ალექსანდრ ზვერევი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს იანვრის შემდეგ არ უთამაშია ოფიციალური მატჩი.
დევისის თასზე მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

იტალია (8)-საფრანგეთი (1)

ესპანეთი-გერმანია

ხორვატია (4)-ყაზახეთი

აშშ-ბელგია (2)