ნადალი და ფედერერი ჯოკოვიჩის ახალი საჩოგბურთო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ
რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ ნოვაკ ჯოკოვიჩის გადაწყვეტილებაზე – დატოვოს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მოთამაშეთა საბჭო და სათავეში ჩაუდგეს ახალ ორგანიზაციას – ჩოგბურთში პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაციას (PTPA).
„დიდი წარმატებებების მიღწევა შესაძლებელია, თუ ჩოგბურთის სამყარო გაერთიანდება. ჩვენ ყველამ – მოთამაშეებმა, ტურნირების ორგანიზატორებმა და ხელმძღვანელებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები და გაყოფა გადაწყვეტილება არ არის.
მსოფლიო რთულ სიტუაციაში იმყოფება. პირადად მე მიმაჩნია, რომ დღეს სიმშვიდისა და ერთი მიმართულებით ერთად მუშაობის დროა. მოვიდა ერთიანობის და არა გახლეჩის დრო“, – დაწერა ნადალმა „ტვიტერში“.
მოგვიანებით, ფედერერმა ნადალს მხარი დაუჭირა:
„სრულად ვეთანხმები რაფას. მნიშვნელოვანია ერთად დავრჩეთ, რათა წინ ვიაროთ“.
აღნიშნავენ, რომ PTPA დაიცავს ATP-ის რეიტინგის TOP500-ში მყოფი ჩოგბურთელების ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოსავლების განაწილება, დისციპლინარული ზომები, მგზავრობები და დაზღვევა.