ნადალი და ალკარასი დევისის თასის ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT
ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრებმა გამოაცხადა შემადგენლობა დევისის თასის ფინალური რაუნდისთვის, რომელსაც ესპანეთის ქალაქი მალაგა უმასპინძლებს.
ესპანელთა შემადგენლობაში შევიდნენ: რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, პაბლო კარენიო-ბუსტა და მარსელ გრანოლერსი.
ტურნირი 19-24 ნოემბერს გაიმართება. მეოთხედფინალში ესპანეთი ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.