ესპანელმა ჩოგბურთელმა, პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა დაადასტურა მისი მონაწილეობა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის შესახებ ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტაილიმ განაცხადა.
„მე ველაპარაკე რაფაელს“, – ციტირებს AFP ტაილის. – „მან დაადასტურა თავისი მონაწილეობა და განზრახული აქვს თავის საუკეთესო ფორმაში დაბრუნება“.
შეგახსენებთ, რომ ნადალს პრობლემები ამერიკის ღია პირველიბის შემდეგ ტრამვის გამო ქონდა. ის სექტემბრის მერე კორტზე არ გამოსულა.