ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის მოთამაშეების გამოავლინა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დაასახელა გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები.
აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ბრუკლინის“ მცველი სპენსერ დინუიდი. მისი საშუალო მონაგარი იყო – 25.3 ქულა, 6.8 შედეგიანი პასი, 3.5 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა. გასულ კვირას „ბრუკლინმა“ მოიგო სამი მატჩი და ერთხელ დამარცხდა:
ინდიანა-ბრუკლინი 115:86. 28 ქ, 8 პ, 5 მ, 1 ჩ, 1 დ
ბრუკლინი-შარლოტი 101:91. 20 ქ, 8 პ, 4 მ, 2 ჩ
ბრუკლინი-საკრამენტო 116:97. 23 ქ, 7 პ, 1 მ, 2 ჩ
ბრუკლინი-ნიუ იორკი 103:101. 30 ქ, 4 პ, 4 მ
დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ გამოცხადდა „დალასის“ მცველი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 37 ქულა, 8.5 მოხსნა, 11.8 პასი და 1.5 ჩაჭრა დააგროვა. „დალასმა“ გასულ კვირას ყველა მატჩი მოიგო:
დალასი-სან ანტონიო 117:110. 42 ქ, 12 პ, 11 მ
დალასი-გ. სტეიტი 142:94. 35 ქ, 11 პ, 10 მ, 4 ჩ
დალასი-კლივლენდი 143:101. 30 ქ, 14 პ, 7 მ
დალასი-ჰიუსტონი 137:123. 41 ქ, 10 პ, 6 მ, 2 ჩ, 1 დ
დინუიდიც და დონჩიჩიც კარიერაში პირველად გახდნენ კვირის საუკეთესო მოთამაშეები.