ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე გუნდს პირველი მაისიდან ვარჯიშის უფლებას მისცემენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე გუნდს პირველი მაისიდან ვარჯიშის უფლებას მისცემენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ზოგიერთ გუნდს პირველი მაისიდან სავარჯიშო დარბაზებში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყაროს განმარტებით წვრთნის განახლება შეეძლებათ იმ გუნდებს, რომელთა ქალაქებშიც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვა მოხსნილია.

ვოჟნაროვსკის თქმით, საერთო წვრთნები კვლავ აკრძალული რჩება. კალათბურთელებს ექნებათ საშუალება მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშები ატარონ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი 11 მარტის შემდეგ გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ორგანიზაცია რამდენიმე გეგმას განიხილავს, თუმცა ჯერ მომავალი ძალიან ბუნდოვანია.