ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ს) დღის ხუთი საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ხუთი საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია –
5. გოლდენ სტეიტი-ფილადელფია – სტეფ კარისა და კევინ დურანტის ალეი-უპი
4. კლიპერსი-ლეიკერსი – ჯავალ მაკგის ორმაგი ბლოკი მონტეზრლ ჰარელზე
3. გოლდენ სტეიტი-ფილადელფია – კაილ ლენდრის დაფარება და ოთხქულიანი შეტევა
2. გოლდენ სტეიტი-ფილადელფია – სიქსერზის კონტრშეტევა და ჯოელ ემბიდის ჩატენვა
1. ტორონტო-მილუოკი – იანის ანტენტოკუნმპოს გარღვევა და ჩატენვა
დღის ფაქტები –
– 17 მატჩის გამოტოვების შემდეგ, ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში დაბრუნდა და „კლიპერსის“ (123:120) წინააღმდეგ 24 ქულა, 14 მოხსნა და ცხრა პასი დააგროვა.
– „ფილადელფიამ“ „გოლდენ სტეიტის“ 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა (113:104).
– „ფილადელფიამ“ პირველად მოუგო „გოლდენ სტეიტს“ ზედიზედ 10 წაგების შემდეგ.
– სტეფ კარიმ 10 სამქულიანი ჩააგდო და 41 ქულა დააგროვა.
– აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერებმა – „მილუოკიმ“ და „ტორონტომ“ დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა რეგულარულ სეზონში. ოთხიდან სამი მატჩი „ბაქსმა“ მოიგო.
– „მილუოკის“ ბოლო ცხრა მატჩში რვა მოგება აქვს.
– „ტორონტომ“ ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
– „ორლანდომ“ შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
– „ინდიანამ“ ოთხიდან ოთხი მატჩი წააგო მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო ვიქტორ ოლადიპო დაკარგა.
– ლამარკუს ოლდრიჯმა ბოლო 51 წამში ხუთი ქულა ჩააგდო და „სან ანტონიოს“ „ბრუკლინთან“ მოაგებინა – 117:114.