ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დღის ხუთი საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ხუთი საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია –
5. ვაშინგტონი-ატლანტა – ჯორდან მაკრეის გარღვევა და ჩატენვა
4. საკრამენტო-სან ანტონიო – დავის ბერტანსის მთელ მოედანზე გადაცემა პატი მილსზე
3. ბრუკლინი-მილუოკი – ერიკ ბლედსოუს ფინტები და ორქულიანი
2. ვაშინგტონი-ატლანტა – ტრევორ არიზას გარღვევა და ჩატენვა
1. საკრამენტო-სან ანტონიო – მერვინ ბაგლის ჩატენვა
დღის ფაქტები
– ჯეიმს ჰარდენმა 27 მატჩამდე გააგრძელა სერია, რომელშიც ყოველ თამაშში მინიმუმ 30 ქულას აგროვებს.
– ჰარდენმა სეზონში მე-20 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა.
– ანდრე დრამონდმა 25 წუთში დააგროვა 27 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება.
– „დეტროიტმა“ შეწყვიტა „დენვერის“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.
– „ბრუკლინმა“ ბოლო 15 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ მეორედ წააგო.
– „ნიუ ორლეანმა“ ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ წააგო.
– „ატლანტას“ ცხრა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, მათ შორის სამმა – ორმაგი დუბლი: ომარი სპელმანმა (16 ქულა+10 მოხსნა), ჯონ კოლინზმა (15 ქულა+11 მოხსნა) და ტრეი იანგმა (10 ქულა+10 პასი).
– კოლინზმა ორმაგი დუბლი პირველ ტაიმში სულ რაღაც 17 წუთში შეასრულა.
– „საკრამენტომ“ შეწყვიტა „სან ანტონიოს“ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.