ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებმა შესაძლოა ხელფასი პანდემიის დასრულებამდე ვერ აიღონ
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტში აქამდე ჯერ არნახული ზარალი და ცვლილებები მოიტანა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი უკვე რამდენიმე დღეა გაჩერებულია და არავინ არ იცის როდის განახლდება.
ნბა-ს კომისარი ადამ სილვერი უკვე ესაუბრა გუნდების წარმომადგენლებს და კალათბურთელებს. ორგანიზაციაში კრიზისი დაძლევაზე მუშაობენ. როგორც ჩანს ფინანსური ზარალი ლიგის ყველა წარმომადგენელზე აისახება. ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით მოთამაშეები ხელფასს 1 აპრილის ჩათვლით მიიღებენ. მომავალზე კი სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველი და ბუნდოვანია. დიდია იმის ალბათობა რომ კალათბურთელებმა ამის შემდგომ ხელფასი პანდემიის დასრულებამდე ვერ მიიღონ.