ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები მომდევნო თვის ხელფასებს სრულად მიიღებენ
რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ მოთამაშეებთან შეთანხმებას მიაღწია. 15 აპრილს კალათბურთელები კუთვნილ ხელფასს სრულად მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რას ითვალისწინებს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მომავალში და მიიღებენ თუ არა კალათბურთელები ხელფასებს მომდევნო თვეებშიც. ასევე უცნობია განახლდება თუ არა საერთოდ რეგულარული სეზონი. ასევე განიხილება სეზონის ჩაშლილად გამოცხადების ვარიანტიც.