ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს 2020-21 წლების სეზონის დაწყება 22 დეკემბერს სურთ
მიმდინარე კვირის ბოლოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა ახალი 2020-21 წლების სეზონის სტარტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს. The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ NBA-ს ბოსებს უკვე აქვთ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება და გუნდები 82-ის ნაცვლად 72 შეხვედრას ჩაატარებენ.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია დართავენ თუ არა ფანებს ნებას თამაშებზე დასწრების, თუმცა იმის გათვალისწინებით რა ეპიდსიტუაციაც ამერიკაშია, ეს ნაკლებად სავარაუდოა.