ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგა, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონს ჩაშლილად გამოაცხადებს
კორონავირუსმა მსოფლიო სპორტს აქამდე არნახული ზარალი უკვე მიაყენა. და სამწუხაროდ, ეს პანდემიის ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ლიგის 3 კალათბურთელს კორონავირუსი აქვს დადასტურებული და უამრავი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება.
ამერიკის 49 შტატში გაცემულია რეკომენდაცია მთავრობის მიერ, რომ 50 ადამიანზე მეტი რაოდენობის თავშეყრის ღონისძიებები აიკრძალოს. მანამდე სანამ ნბა იმედოვნებს ზააფხულში დაბრუნებას, განვითარების ლიგა ფაქტობრივად ჩაშლილია. ამერიკული მედია და კერძოდ კი ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ უახლოეს მომავალში ლიგა სეზონს ჩაშლილად ოფიციალურად გამოაცხადებს.