ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს, სავარაუდოდ, ივლისში განაახლებს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობები, კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. როგორც ცნობილია, შესაძლოა დიდი კალათბურთი გულშემატკივარს ივლისში დაუბრუნდეს. ხელმძღვანელობა სეზონის გასაგრძელებლად რამდენიმე ლოკაციას განიხილავს, თუმცა, ყველაზე რეალურ ვარიანტად ორლანდოში „ვოლტ დისნეის სამყაროს” ტერიტორია განიხილება.
ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიგის ხელმძღვანელობა ფლორიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთდ „ვოლტ დისნეი ვორლდის“ წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკების ფაზაში იმყოფება.
„ვოლტ დისნეი ვორლდის“ ტერიტორიაზე საკმარისი ინფრასტრუქტურაა (სასტუმროები, სამი დარბაზი) იმისათვის, რომ ლიგამ სეზონი დაასრულოს. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.