სულ უფრო რეალური ხდება ჭორები „ნიუ ორლეანის“ ვარსკვლავის, ენტონი დევისის „ლეიკერსში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს, რომ შესაძლოა „პელიკნსის“ ლიდერი სულ მალე ლებრონ ჯეიმსს და „ლეიკერსს“ შეუერთდეს.
სახელდება რიცხვიც – 15 დეკემბერი. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ამ გაცვლაში, „ლეიკერსთან“ და „ნიუ ორლეანთან“ ერთად, „ორლანდო მეჯიქიც“ მიიღებს მონაწილეობას. ლოს ანჯელესურ კლუბს დევისის სანაცვლოდ ბრენდონ ინგრემის, კენტავიუს კალდველ-პოუპისა და ლონზო ბოლის დათმობა მოუწევს.