ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2020-21 წლების სეზონს, სავარაუდოდ, პირველ დეკემბერს დაიწყებს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) სეზონს 31 ივლისს ორლანდოში განაახლებს. ახალი ფორმატის მიხედვით ტურნირზე სულ 22 გუნდს მიეცემა ასპარეზობის უფლება.
ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ მიმდიანარე წლის დრაფტის თარიღად 15 ოქტომბერი გამოაცხადა. ლატარეა კი 25 აგვისტოს ჩატარდება.
2019-20 წლების სეზონი 12 ოქტომბერს დასრულდება. თავისუფალი აგენტების სტატუსებს კი კალათბურთელები 18 ოქტომბრიდან მიიღებენ. როგორც ცნობილი ხდება, ახალი 2020-21 წლების სეზონის სტარტს ლიგის ხელმძღვანელობა პირველ დეკემბერს აპირებს. სამწვრთნელო პროცესს გუნდები 10 ნოემბერს დაიწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აღნიშნული გეგმა შესრულდება, მიმდინარე სეზონის ფინალისტებს ახალი სეზონამდე დასასვენებლად ერთ თვეზე ნაკლები ექნებათ.