ნაბიჯი ევროსაგზურისკენ - „დილა“ მოგებით სამეულში დაწინაურდა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ევროსაგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
მატჩის გმირი გორელთა ლეგიონერი უსმანე კამარა იყო, რომელმაც 62-ე წუთზე ნიკა გაგნიძის პასით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე თავად დაეხმარა ირაკლი ბიძინაშვილს გატანაში და „დილამ“ 2:0 გაიმარჯვა.
ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგებით „დილამ“ 53 ქულა დააგროვა და კონკურენტებს, „საბურთალოს“ (50) და „ლოკომოტივს“ (47) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამგურალი“ 36 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა.