ნაბიჯი 2026 წლისთვის - ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს
ნაბიჯი 2026 წლისთვის - ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს – როგორც ორგანიზაციის გვერდი იუწყება, 2026 წლის ხედვის საუკეთესო თერთმეტეულის ერთ-ერთ მოთამაშეს – კომერციულ სექტორს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ გააძლიერებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ავიაკომპანიას შორის მიღწეული შეთანხმებით, ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გადამყვანი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს უმასპინძლა და თანამშრომლობის აღსანიშნავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა – სიმბოლური საჩუქარი ახალი პარტნიორისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც მიიღო.

„ჩვენი პარტნიორობა უპირველესად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას სათანადო პირობები შევუქმნათ. მოხარული ვარ, რომ კომერციული სექტორი ამ მიდგომას აფასებს“ – აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.