ლივერპულის ნახევარმცველი ნაბი კეიტა კლუბში დაშავებული ბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა ტავმის ზუსტი ხასიათი დადგინდეს.
კეიტა თავისი მშობლიური გვინეის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას დაშავდა, როდესაც აფრიკის ერთა თასის მატჩში რუანდის წინააღმდეგ თამაშობდა. 23 წლის ფეხბურთელი ლივერპულში ლაიპზიგიდან გადავიდა და მერსისაიდელების რიგებში უკვე 10 მატჩი ჩაატარა.
კეიტა ლივერულის მეოთხე ფეხბურთელია მოჰამედ სალაჰის, სადიო მანესა და ვირგილ ვან დეიკის შემდეგ, რომელმაც სანაკრებო პაუზისას ტრავმა მიიღო.