ნაბი კეიტა - კლოპი გუნდის ყველა ფეხბურთელისთვის საუკეთესო მეგობარია
ნაბი კეიტა - კლოპი გუნდის ყველა ფეხბურთელისთვის საუკეთესო მეგობარია

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და იურგენ კლოპის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ის ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და რჩევას გვაძლევს, – ციტირებს კეიტას სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდი. – ის ისეთი მწვრთნელია, რომელიც საკუთარი თავის რწმენას გვინერგავს, მოტივაციას გვიმაღლებს და ეს ყველაფერი მოედანზე გადაგვაქვს.

როცა თამაშის დროს გავხედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მოედანზე ჩვენთან ერთად არის, რაც გვიმძაფრებს სურვილს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კლოპი გუნდის თითოეული წევრისთვის საუკეთესო მეგობარია“, – ამბობს ნაბი კეიტა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.