თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა.
კაფეს მფლობელის განცხადებით, მოპარულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 178 ლარი. მისივე თქმით, ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. ისინი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
ფაქტს ექსპერტ-კრიმინალისტები იძიებენ.
საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.