მზადება შესარჩევისთვის - 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 27 და 29 აგვისტოს სლოვაკეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ მატჩს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო მეორე 18:00 საათზე „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ ჩატარდება.
ირაკლი ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.
სლოვაკეთთან მატჩებში 17-წლამდელთა ნაკრებს თბილისის „დინამოს“ და თბილისის „ლოკომოტივის“ წევრები დააკლდებიან, რომლებიც ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე თამაშობენ.
საკვალიფიკაციო ეტაპამდე 17-წლამდელები კიდევ ერთ შეკრებას სექტემბერში გაივლიან, სადაც შინ მოლდოვას უმასპინძლებენ, მატჩები 8 და 10 სექტემბერს გაიმართება.
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), გიგა გიაური (სელერო), ნიკა ბადურაშვილი (იბერია 1999)
მცველები: ირაკლი კობახიძე, გიორგი საღლიანი, გოგა უბირია (სამივე – იბერია 1999), ბექა გოგოლაური, ნიკოლოზ ხუციშვილი, რევაზ კირვალიძე (სამივე – 35-ე სკოლა), გლებ კატკოვი (ინტერის აკადემია), გიორგი ჭეხანი (გაგრა), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი)
ნახევარმცველები: უჩა ახალკაცი, თენგო ნებულიშვილი, დადი ადამია (სამივე – იბერია 1999), ანდრია კვირიკაძე, გიგი ბულია (ორივე – დინამო თბილისი), ანდრია ტალახაძე, ნიკოლოზ ბეგლარიშვილი (ორივე – ინტერის აკადემია), გიორგი ხეცურიანი (წყალტუბოს სამგურალი), დავით მანწკავა (35-ე სკოლა), შოთა გვარჯალაძე (ფოთის კოლხეთი1913), ირაკლი გიორგაძე (ნორჩი დინამო)
თავდამსხმელები: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ქურდოვანიძე (იბერია 1999), ლექსო ოთინაშვილი (გორის დილა).