მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა გუნდი შეკრიბა და 3 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც სამ შეხვედრას გამართავს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი და გიბრალტარი იქნებიან. A ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები დაწინაურდება.
სკოპიეში გასამართი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება:
მეკარე: ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ ჭრიკიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)
დაცვა: ლიზი ჯგუშია, ნინო ჯგუშია, ანა პავლიაშვილი, დიანა ბაქრაძე (ყველა – ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ მამნიაშვილი, ლიზი გოგალაძე (ორივე – კვარტალი, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ცისკარიშვილი, ნინი ბერიძე, ლიზი კანკია (სამივე – კვარტალი, თბილისი), ელენე კახნიაშვილი, ელენე ჩიქოვანი (ორივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია, ეთერ სულაშვილი (ორივე – ლანჩხუთი) ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი)
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი
4 აპრილი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
7 აპრილი
ისრაელი – საქართველო
10 აპრილი
გიბრალტარი – საქართველო