მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება #1TVSPORT
მზადება საკვალიფიკაციო ეტაპისთვის - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდისთვის ემზადება, რომელსაც ლუქსემბურგი უმასპინძლებს. გუნდი სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში 4-10 ოქტომბერს იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად მასპინძელი ლუქსემბურგის, ბელარუსისა და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგში 3 ოქტომბერს გაემგზავრება.

ფორმატის თანახმად, B ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები და საუკეთესო მეორეადგილოსანი A ლიგაში გადაინაცვლებენ, საიდანაც გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთის იბრძვიან.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჯულუხიძე (ელიტა, თბილისი)

დაცვა: თამუნა ლონდარიძე, ანა პავლიაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია ცეცხლაძე, ელენე მოისწრაფიშვილი (ორივე – ბათუმი), ლიზი გოგალაძე (გორი),ნათია ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ლიზი კანკია, ელენე ჩიქოვანი, ანი ხაჩატუროვა, მარიამ მამფორია (ყველა – კვარტალი, თბილისი), ანა საგირაშვილი, ლიკა მანუჩარაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), შორენა ჯანეზაშვილი (გორი), კესარია მემიშიში (ბათუმი), ნინი ბერიძე (კოლხეთი, ხობი), სესილი ყოლბაია (ფენიქსი, ზუგდიდი)

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი:

4 ოქტომბერი

ლუქსემბურგი – საქართველო

7 ოქტომბერი

საქართველო – სომხეთი

10 ოქტომბერი

საქართველო – ბელარუსი