მზადება მოლდოვასთან მატჩებისთვის - ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
მზადება მოლდოვასთან მატჩებისთვის - ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. 8 და 9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

6 თებერვალს, მატჩების მასპინძელ არენაზე, საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მოახლოებული თამაშებისთვის ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, გიორგი ქურდაძე, ნიკა გაბრიჩიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, დავით ხეჩიკაშვილი (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე, საბა ტყეშელაშვილი, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია (ორივე – თსუ, თბილისი).

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი:

8 თებერვალი

18:00 საქართველო – მოლდოვა

9 თებერვალი

18:00 საქართველო – მოლდოვა

შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ის არხზე.