მზადება კვიპროსთან მატჩებისთვის - ირის ანტმანმა საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მზადება კვიპროსთან მატჩებისთვის – ირის ანტმანმა საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ირის ანტმანის გუნდი 31 მაისს კვიპროსის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება, 4 მაისს კი მეტოქეს საქართველოში უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
კვიპროსთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ირის ანტმანის სიაში 23 ფეხბურთელია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/შეტევა: თინათინ ამბალია, ირინა ხაბურზანია, ანა წულაია, მარიამ კაპანაძე (ყველა – ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი, სალომი დიმოპულუ, ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია (ყველა – კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათია ჯოჯუა, მაიკო ბებია (ყველა – ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – ტრაბზონსპორი, თურქეთი).