ვლადიმ ვაისმა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრები შეკრიბა და უეფას ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. გუნდი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე 15 კაციანი შემადგენლობით ვარჯიშობს.
დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)
თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები.
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებენ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრავმის გამო გუნდს გიორგი ქვილითაიაც ვერ დაეხმარება.