თბილისის „ლოკომოტივმა“ სავარჯიშო პროცესი განაახლა. ლაშა ჭაღიაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება საგურამოში დაიწყო, სადაც ფეხბურთელებმა დათოვლილ მოედანზე ივარჯიშეს.
გაირკვა, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა გია ჭიაბრიშვილის ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ. მანამდე კი თბილისურ კლუბს ფიზმოზმადების მწვრთნელი იტალიელი რიკარდო დე ვივოც დაემშვიდობა.
„ლოკომოტივს“ დაუბრუნდნენ იჯარით გაშვებული ფეხბურთელები – თავდამსხმელი შოთა შეყილაძე „თელავიდან“ და ნახევარმცველი თორნიკე ძებნიაური „საბურთალოდან“. ორივე გუნდთან ერთად ემზადება „ლოკომოტიოვთან“ ერთად ვარჯიშობენ მეკარე რეზო თევდორაძე და ცენტრალური მცველი სანდრო ანდრონიკაშვილი.