მზადება ალბანეთთან მატჩისთვის - საქართველოს ნაკრებმა დურესში ივარჯიშა #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამარჯვების (1:0) შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა, სადაც წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ქალაქ დურესშია და პირველი ვარჯიში გამართა.
28 მარტს დაგეგმილია ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრების მატჩის წინა ვარჯიში ჩატარდება. მატჩი კი 29 მარტს ტირანას სტადიონ „აირ ალბანიაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (ოირვე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
29 მარტი, ტირანა. სტადიონი „აირ ალბანია“
ალბანეთი – საქართველო
პირდაპირი რეპორტაჟი – საქართველოს პირველი არხი, 20:00