მწვრთნელებმა ლებრონს ჯორდანი ამჯობინეს
მწვრთნელებმა ლებრონს ჯორდანი ამჯობინეს

ტელეკომპანია CBS Sports-მა გამოკითხვა ჩაატარა სტუდენტური კალათბურთის (NCAA) 100-ზე მეტ მწვრთნელს შორის იმის გამოსავლენად – ვინ არის საუკეთესო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდ ლებრონ ჯეიმსსა და „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს შორის.

გამოკითხვის შედეგად, მწვრთნელთა 82-მა პროცენტმა თავისი ხმა მისცა მაიკლ ჯორდანს.

„ლებრონის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ თანამედროვე კალათბურთი ძალიან განსხვავდება იმ დროისგან, როცა ჯორდანი თამაშობდა. მაიკლი დღეს რომ იყოს მოქმედი კალათბურთელი, მოედანზე დიდი სივრცის გათვალისწინებით, ის საშუალოდ მატჩში 40 ქულას დააგროვებდა“, – თქვა ერთ-ერთმა მწვრთნელმა.