ფრანგმა სპეციალისტმა ლორან ბლანმა, შესაძლოა, „ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიკე სეტიენი შეცვალოს.
იტყობინებიან, რომ აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას 54 წლის ბლანის კანდიდატურა.
ლორან ბლანის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „პარი სენ-ჟერმენი”, სადაც ის 2013-16 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, პარიზული კლუბი სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი.